ემიგრაციაში მყოფი კინორეჟისორი, მხატვარ–დიზაინერი და პროდიუსერი გენო ცაავა თავისი ბიძაშვილზე, ეპისკოპოსობიდან განკვეთილ პეტრე ცაავაზე წერს:
’’განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან’’
არსებულ გულის ტკივილზე ბევრმა ახლობელმა ჩემი დამოკიდებულება იცის და ჩემი სისხლისმიერი კავშირიდან გამომდინარე საჯაროდ აზრის გამოხატვაზე თავს ვიკავებდი – მაგრამ,
ბიბლიაში უფალი ამბობს:
,,თქვენ ვალდებული ხართ, რომ ჩემი სახელით ბოროტის ჩამდენს უთხრათ,
რომ ბოროტებას სჩადის. თუ ის არ შეისმენს, დაიღუპება, შენ სულს გადაირჩენ.
თუ არ ეტყვი, მისი და შენი სულისას შენვე მოგკითხავო“.
აქედან გამომდინარე და სინამდვილის აუცილებლობისთვის თავს ვალდებულად ვთვლი საქვეყნოდ პირველად განვაცხადო!
მიუხედავად ჩემი მრავლჯერ შეგონებისა პეტრემ (პაატა ცაავამ) გონება ვერ დაიბრუნა და ის ბნელეთით მოცულ გლახაკ თანამოაზრეებთან და ნეოლიბერალისტების იდეოლოგიით გაჟრღენთილ ჟურნალისტებთან ერთად ამოცნობილია, როგორც
სატანა,
ეშმაკი,
ლუციფერი,
შაითანი,
ქაოსის,
სიბნელის,
მგრეველის განსახიერება და ყველანი ერთად აღებულნი თავიანთი რქებით, ვფიქრობ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში მარადიული განადგურებისთვის განწირულები არიან!
უნეტარესმა,
პეტრე სიკეთისთვის შექმნა და ბოროტად თავად პეტრე იქცა, უძვირფასეს ცაავების გვარს სული, გული გვატკინა და სამარცხვინო ლაქა მოგვაცხა… მიუხედავად ამისა მიტევებას და კურთხევას თავად უწმინდეს და უნეტარეს ილია II- ეს შევთხოვთ…
ერთხელ, მამამისი რეზო სპეციალურად სასაუბროდ შემხვდა და არ დამავიწყდება მისი გულწრფელი საუბარი, შვილის ხასიათისა და ბუნებიდან გამომდინარე პაატას მონაზვნული ცხოვრება კატეგორიულად მიუღებელი იყო, ცრემლად იღვრებოდა და ახლა ვაანალიზებ, თითქოსდა შვილის დღევანდელ მდგომარეობას წინასწარ გრძნობდა, მთელი სხეულით იწვოდა…
როგორც უფროსი ძმა, პეტრეს ვუხსნიდი უწმინდესმა ძლევამოსილებას, მშვენებას, აღმატებულობას და ღირსებას, ყველაფერს რაც ცაშია თუ დედამიწაზე მან აზიარა და დღეს ის ეშმაკმა საშინელი სულიერი დაავადებით, განათლებულობის ხიბლით მოწამლა და უწმინდესის სიდიადე მისთვის მიუწვდომელი გახადა…
“იესომ იმ მწიგნობრებს, რომლებიც აწყობდნენ მის წინააღმდეგ საიდუმლო გეგმებს, უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?“
პატრიარქმა პეტრეს არაერთხელ მიმართა:-„რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?
თქვენ ადრე ეგეთი არ იყავითო“.
ვემუდარებოდი,
გონებით და გულით განახლებული და განათლებულიყო. მოვუწოდებდი, მამამისის სული, რომელიც მისი ცოდვით ლოდქვეშ ბორგავს დაემშვიდებინა, მამის საფლავზე სანთელი აენთო და მისი სულისთვის შენდობა ეთხოვა, დედამისზე პატიება ეთხოვა, ყველაფრის მკადრებელ ჟურნალისტებს და თვალთმაქც თეოლოგებს სამუდამოდ ჩახსნოდა, განდგომოდა უსამართლობას და ისიც მიიქცეოდა მისგან. პატრიარქის რჩევას, მის უზარმაზარ მადლსა და სიკეთეს მინდობოდა და შიომღვიმეში საკუთარ ცოდვათა სიუხვისთვის სიმარტოვეში დაყუდებულიყო და სინანულით, მორჩილებით შემდგარიყო მის უწმინდესობას. მისთვის ეს გზა ერთადერთი ხსნა იქნებოდა…
დარწმუნებული ვარ ამით გადარჩებოდა.
ის დღესაც, ვითომდა სიმართლის გამო არ ისვენებს, წარმართულად – უშჯულოებით ფხაკურობს, სარიასთან ერთად სმენა მოკლებული, ჩხრიალა, შხამიანი გველის განსახიერებაა და იმდენივე სიძულვილს იმსახურებს რამდენსაც გასცემს – ფურთხის ღირსია.
”წარმართებს მხოლოდ საკუთარი თავი ახსოვთ”
ღმერთზე შენდობა შეთხოვილი მაქვს, პირჯვარი გადაწერილი მაქვს და უფალს ვთხოვ სადმე არ გადავეყარო, რომ თავი ჩხრიალა, შხამიანი გველივით არ გავუჩეჩქვო.
პეტრეს,
სინანულის საიდუმლოებისადმი,
მონანიებისადმი და აღსარებისადმი
უიმედობით დათრგუნული
გენო ცაავა
კინორეჟისორი,
მხატვარ – დიზაინერი,
პროდიუსერი.