ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე რუს დეზერტირებზე სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი არამხოლოდ საქართველოს მიმართულეით გამორბიან, არამედ უკრაინაშიც, რომელსაც რუსეთი თებერვალში დაესხა თავს და ეომება.
“ლარსი კიდე არაფერი, თურმე უკრაინის საზღვართანაც არიან რუსი დეზერტირები. ქვეყანაში შეშვებას ითხოვენ.
ვაიმე ძაან კომიკური სიტუაციაა. ანუ რუსები გარბიან უკრაინაში, არ გვინდა რუსეთში, რადგან უკრაინაში გვიშვებენ იძულებითო. ნეტა პუტინი თუ ხვდება ძაან @ლეში როა?“, – წერს ლიკლიკაძე.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რუსები ქვეყნიდან გარბიან. მხოლოდ ბოლო კვირაში, შსს-ს ცნობით, საქაქრთველოში 66 ათასზე მეტი რუსი შემოვიდა.