მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე საზოგადოებას ლევანთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას უზიარებს სოციალურ ქსელში და პოსტს ფოტოსაც ურთავს.
გარდაცვლილი მომღერლის დედა ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ ლევანი მუდამ ქართული დროშით მღეროდა.
გთავაზობთ, პოსტს უცვლელად:
„მსოფლიო დონის მუსიკოსები ადამიანები, რომლებმაც ძალიან მძიმე პირობებში, სულ რაღაც ერთ წელში შექმნეს და შეძლეს ის, რასაც მთელი ცხოვრება ვერ ახერხებენ!!!
იმდენად დიდი იყო ლევანის მიმართ პატივისცემა, რომ ერთი წუთით, ერთი სიტყვით არ უგრძნობინებიათ რომ სცენაზე, სადაც ლევანიკო მუდამ ქართული დროშით მღეროდა, მათ რაიმე უხერხულობას უქმნიდა. პირიქით, ეს ბიჭებიც ქართულად მღეროდნენ, ერთი შეხედვაც საკმარისი იყო და უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.
დღეს მათ დარწმუნებული ვარ ძალიან უჭირთ იმ რეალობასთან შეგუება რის წინაშეც დგანან, მაგრამ მაინც ახერხებენ იმას, რომ ამ რეალობაშიც მათთან ერთად იყოს ლევანი, გააკეთეს შეუძლებელი, პეტერბურგში ჩაატარეს ლევანისადმი მიძღვნილი კონცერტი და ემზადებიან მოსკოვში გრანდიოზული საღამოსთვის და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სრულიად უცხო ადამიანებმა მხარი დაუჭირეს და გამოთქვეს სურვილი რომ ეს საღამო შედგეს..
ყოველი კონცერტის შემდეგ მაშინვე ვურეკავდი, ერთი საღამოც არ მახსენდება, რომ მას პასუხი არ გაეცა და სიხარულით არ ეთქვა – “დე ძალიან მაგრად ვიმღერე.. გავაგიჟეთ ყველა”- ჩემი პირველი სიტყვა კი იყო – “ბიჭებს მიულოცე და მადლობა უთხარი -დე”!!!
და ისიც მაშინვე“, – წერს მელიტა ფურცელაძე.