“500 ლარი მოვითხოვე და ვერ მოვრიგდით, დასავლეთში უფრო ხშირად მიმღერია ვიდრე კახეთში”

228

„ნიჭიერი 2016“-ის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე სოცქსელში წერს:

„15 წლის ვიყავი როცა გავხდი ,,ნიჭიერი 2016” წლის გამარჯვებული

მის შემდეგ გავიდა 6 წელი  მეექვსედ ტარდება ,,ჰერეთობა” ჩემს რაიონში, მე კი მხოლოდ ერთხელ დამიკავშირდნენ, ისიც მაშინ როცა კონტრაქტით უფასოდ სიმღერა მეკრძალებოდა და ერთ სიმღერაში 500 ლარი მოვითხოვე, და 2 სიმღერას ,,ვჩუქნიდი”.რათქმაუნდა ვერ მოვრიგდით ,,500 ლარად ხალხი ბარბარას არ ითხოვსო”  შემდეგ იყო ბევრი ფესტივალი და ჩემი მომღერალი მეგობრების კონცერტები ჩემსავე რაიონში… დღეს, დასავლეთ საქართველოში უფრო ბევრჯერ მიმღერია ვიდრე კახეთში  P.S კახეთში მხოლოდ ერთხელ ვიმღერე, ისიც კორპორატიულზე  საინტერესოა ვის ითხოვს ხალხი და ვისი სურვილებია გათვლისწინებული.  სულ’ს ემღერებოდეს“