შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის მამა ამბობს, რომ დათი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ.
დაჯდომა ისევ უჭირს, 20 წუთით ჯდება და მერე ტკივილები ეწყება. გერმანელები ცდილობენ შექმნან დასაჯდომი ყალიბი, მაგრამ არ ვიცით, რა და როგორ იქნება. ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე არის პროთეზების ერთ-ერთი საუკეთესო შემქმნელი. გვითხრეს, რომ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, მაგრამ ეცდებიან, რაღაც მოიფიქრონ. ასევე პლასტიკური ოპერაციებია გასაკეთებელი და ა.შ. კანი გადაუნერგეს, მაგრამ მთლიანად დახურული არ არის და ღია ჭრილობებს ისევ ვიმუშავებთ“, – განაცხადა დათის მამამ “სარკესთან”.