სოციალურ ქსელში ქართველი მოსწავლის ემოციური პოსტი ვრცელდება, რომლითაც მან ფერეიდნელ ტანატოლს უპასუხა.
კერძოდ, VI კლასის სახელმძღვანელოში “ჩვენი საქართველო” შესულია 7 წლის ფერეიდნელი ბიჭის წერილი. საშინაო დავალება წერილზე პასუხს ითვალისწინებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლის მერაბ სიხარულიძის პასუხი სკოლის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
“გამარჯობა, ტარიელ. მე მერაბი ვარ. მეც, როდესაც პატარა ვიყავი, ბაღის ასაკში, მეც შენსავით მინდოდა ჯარისკაცი გამოვსულიყავი, ასევე, ფეხბურთელი.
როცა პირველ კლასში ვიყავი, დედამ და მამიდაჩემმა ჯარისკაცის ფორმა და ავტომატი მიყიდეს. მე ეზოს გარშემო დავდიოდი და მშობლებს ვეუბნებოდი, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე-მეთქი. მეხუთე კლასში ვისწავლეთ შინდისის ბრძოლის შესახებ.
როცა 2008 წელს ომი დაიწყო, მე დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, თუ როგორი ტკივილი გადაიტანა ჩვენმა ოჯახებმა.
ამ ომში იბრძოდა ბიძაჩემი, მამაჩემის ძმა, რომელიც იბრძოდა შინდისში, დედაჩემის ძმა, ჩემი ოჯახის ახლობლები.
ძალიან განვიცდი, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. იმედი მაქვს, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს.
მეც ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ”.
მერაბ სიხარულიძე