„სახლიდან ათის ნახევარზე გავდივარ, მანამდე სახლი უკვე დალაგებული მაქვს – მტვერი აღებული, სადილი გამზადებული“

222

ნანიკო ხაზარაძე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელესახეა. ის ხშირად ჩანს ეკრანებზე და სასარგებლო რჩევებსა თუ ახალ ამბებს მაყურებლებს ყოველდღიურად უზიარებს. ამჯერად კი მან ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:

„ოჯახს მუდმივად მუშაობა სჭირდება. ყვავილს წყალს თუ არ დაუსხამ, ის აუცილებლად დაჭკნება და პირველ რიგში, ურთიერთობებს სჭირდება კვება. ეს ჩვენი გასაკეთებელია…“

ნანიკო ხაზარაძემ აღნიშნა ისიც, რომ სახლის საქმეებს დამოუკიდებლად უძღვება და დამხმარე არ ჰყავს:

„ეთერი როცა მაქვს, სახლიდან ათის ნახევარზე გავდივარ. მანამდე სახლი უკვე დალაგებული

 

მაქვს, მტვერი – აღებული, „ვანა-ტუალეტი“, – გაპიწკინებული, სადილის ნაწილი გამზადებული და ისე მივდივარ სამსახურში. იქიდან რომ ვბრუნდები, რაც დამრჩა გასაკეთებელი, იმასაც მშვენივრად ვასწრებ და დასვენებისა და მეგობრებისთვისაც მყოფნის დრო…“