რა ფოტოები ვრცელდება საშობაო მეჯლისის გადაღებებიდან

405

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, სადაც თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, საშობაო მეჯლისის ტრადიცია გაცოცხლდა, მორიგი მეჯლისისთვის ემზადებიან.

გადაღებებიდან, სადაც უამრავ ცნობილ სახეს ნახავთ, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა სახის ფოტოები და ვიდეო კადრები ვრცელდება.

ამჯერად ცნობილი მოცეკვავე წყვილის – ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის კადრებმა მიიპყრო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება, რომლებმაც გასულ წელს, ამავე მეჯლისზე შესანიშნავად შესრულებული ვალსით საზოგადოება აღაფრთოვანა.

როგორ ჩანს, საშობაო მეჯლისზე ცეკვავს მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე. მან დადიანების სასახლიდან გიორგი გილიგაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

როგორც შარშან, ისე წელსაც, საშობაო მეჯლისზე იბრწყინებს მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი, რომლის წითელმა კაბამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ცნობისთვის, „საშობაო მეჯლისის“ გამო დადიანების სასახლე რამდენიმე დღით დახურული იყო.