“შემდგარი, წარმატებული და ძალიან ჭკვიანი მამაკაცის ზურგს უკან სიამოვნებით ვიქნებოდი…”

396

„დღის პოსტის“ სტუმარი გახლდათ მომღერალი ცისანა სეფიაშვილი, რომელმაც პირად ცხოვრებაზე და ზოგადად, იმაზე ისაუბრა, რა სურს, როგორც ქალს:

„ქალებს არცთუ ისე ბევრი რამ გვსურს. მე მინდა ყველაფერი ერთად, ჩემი შვილების ბედნიერება და მათი სილაღე, ჩემი საქმე და გვერდით ადამიანი… ჩვენ რაღაცნაირად ვართ ილუზიებში, თუ არ ვიტყვით, გავატარებთ, ზედმეტს მოვითმენთ, გამოსწორების იმედად ვიქნებით, საბოლოოდ, არაფერი არ გამოსწორდება. გლობალური რაღაცების მოთმენა არ შეიძლება. ჩვენ უნდა შევიყვაროთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის. ვიყოთ იქ, სადაც კარგად ვართ. არ არის აუცილებელი, მხოლოდ ურთიერთობაში იყო ბედნიერი. შეიძლება, ცალკე, როგორც ქალი, იყო ბედნიერი. შენ უნდა იყო ბედნიერი, თვითკმარი.

შემიძლია, გულწრფელად გიპასუხოთ, როგორ ვაფასებ მამაკაცს – მე ვარ ეგოისტი, სამყარო ჩემ ირგვლივ უნდა ტრიალებდეს. სიყვარულის, პატივისცემის, გულწრფელობის ერთმანეთში გაცვლაა მნიშვნელოვანი. ერთმანეთს უნდა დავუბრუნოთ, მარტო კაცისგან არ უნდა მოდიოდეს. საერთო ინტერესები, მეგობრობა, ეს ყველაფერი არის ტანდემში.

ძალიან შემდგარი, ძალიან წარმატებული და ძალიან ჭკვიანი მამაკაცის ზურგს უკან სიამოვნებით ვიქნებოდი… მე მინდა ვიამაყო ამ ადამიანით, ვიყო მუდმივად აღფრთოვანებული და მის ზურგს უკან ბევრად მშვიდად ვიყო…“