ჰოლივუდის ვარსკვლავი, მილა იოვოვიჩი ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ამ თემაზე “ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა.
მილა, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევშია დაბადებული, წერს, რომ “ერთ დროს მშვიდობიანი და წყნარი ქალაქი კიევი, ახლა გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებითაა მოფენილი.
ვერც კი წარმომიდგენია ის მწუხარება, რასაც ახლა ჩემი ხალხი განიცდის“,- წერს მსახიობი.
მსახიობი აღნიშნავს, რომ მისი ნატვრაა, ადამიანებმა ერთმანეთს მშვიდად ცხოვრება აცადონ.
“მსოფლიოში იმდენი სიძულვილის და რეპრესიის შემთხვევაა, ვნატრობ, ადამიანებმა ერთმანეთს მშვიდად ცხოვრება აცადონ. ჩემს სამშობლოს დღეს გვერდით დგომა სჭირდება. უკრაინელ ხალხთან ერთად ვგლოვობ. მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, რომ მათ გვერდით ვარ. გაუმარჯოს უკრაინას”, – წერს მსახიობი.