“ქორწილში უცებ პატარძალი ატირდა და თქვა სხვა მიყვარსო… სიძემ იმ ბიჭს თავისი ადგილი დაუთმო და ქორწილი გაგრძელდა”

397

მსახიობი გივი სიხარულიძე ქორწილში მომხდარი საოცარი ისტორია გაიხსენა. ეს არის ამბავი, რომელზეც მან მოთხრობაც კი დაწერა.

“2000 ქორწილში, ან უფრო მეტში თამადა ვიყავი. ერთი საოცარი ისტორია უნდა მოგიყვეთ… ვარ თამადა და ძალიან დიდი ქორწილია. დაახლოებით 600-კაციანი. ძალიან მდიდარი სიძეა, 40 წლამდე კაცი. გოგო არის ულამაზესი, მზეს ჰგავდა. ვუთხარი, შენ დღე გავხარ მზეს, ხოლო ღამე კი – მთვარეს. შენი მეგობრები დილით მზის სხივს გვანან და ღამე ვარსკვლავებს.

უეცრად ამ გოგონამ ტირილი დაიწყო. ვიფიქრე ჩემმა სიტყვებმა აუჩუყა გული. ვეღარ აჩერებენ და ამ დროს თქვა, მე ვერ მოვატყუებ ჩემს საქმროს, სხვა მიყვარსო. გავშრი, აღარ ვიცი რა გავაკეთო. მშობლების გამო მოხდა ეს ყველაფერიო და ამ ვაჟკაც ბიჭს არ ვაკადრებ უსიყვარულოდ გავყვეო. ამ ბიჭმა აიღო მობილური ტელეფონი და სადღაც დარეკა. ვიღაცას ელაპარაკა და უეცრად თქვა, ქორწილი გრძელდებაო. ნახევარ საათში მოვიდა მამაკაცი, აიღო ამან ჭიქა და თქვა, ამას, ვინც მე ცოლად უნდა მომეყვანა, ეს უყვარსო და ქორწილი არ იშლებაო. მე ვარ მეჯვარე ამ ბიჭისო. თავის ადგილზე დასვა. 

ქორწილი გრძელდება და ყველამ პირი დააღო. შემდეგ იმ გოგოს დედას და მამას უთხრა, რისთვისაც გინდოდათ თქვენი შვილი გამომყოლოდა, სანამ ცოცხალი ვიქნები ყველაფერი ექნებათო. მერე ამ წყვილმა 2 შვილი გააჩიანა. ერთი ამ კაცს მოანათვლინეს, მეორეს მისი სახელი დაარქვეს”, – თქვა გადაცემა “პრაიმშოუში” გივი სიხარულიძემ.