“ნაპოლის” რიგებში ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. “ნაპოლიმ” შინ “ბოლონია” მიიღო და ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას ხვიჩას ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად თეთრი სამაჯური ეკეთა.
სამაჯურზე უსასრულობის ნიშანი იყო და მარიტა ეწერა.
მატჩის შემდეგ “კვარამ” ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:
“ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო.”