გიორგი ჭოხონელიძე ქორწინების ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს

206

ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე ზუსტად ერთი წლის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე მუსიკოსი ანეტა ნიკურაძე გახდა.

გიორგიმ ახლახან გამოაქვეყნა საკუთარ ქორწილში გადაღებული ვიდეო და ერთი წლის იუბილე მეუღლეს მიულოცა:

„ერთი წელიც გასულა ამასობაში!.. ბევრი რამ მოვასწარით, ჩემო ანე და კიდევ ბევრი გვაქვს წინ! მიყვარხარ!..“