“ უსისხლოებო, რეებს აკეთებთ, თქვე ავადმყოფებო, სულ გაგიჟდით?! ”

172

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ზარნაძე ეხმიანება ოპონენტების კრიტიკას კახი კალაძის მიმართ, თითქოს მან, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბავშვის მონახულებით ქულები ჩაიწერა.

“ყველა ვცდილობთ, ძლივს გადარჩენილი ბავშვის გარშემო პოზიტიური გარემო შევქმნათ და თქვე უსისხლოებო რეებს აკეთებთ?! რა პიარი და ანტი-პიარი, რა ვინმეს დადანაშაულება, კარი რატომ გაუღეს და რატომ შეუშვეს სახლში? – სულ გაგიჟდით ხალხო?? სულ გასულელდით და გადახვედით ყველანაირ ადამიანურ საზღვრებს ?! რამ გაგიყინათ სისხლი და გაგხადათ პოლიტიკური სვავები? რამ? რა სურვილი გაქვთ ასეთი, ყველაფერი კორტნოთ და ჯიჯგნოთ?! იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს თქვე ავადმყოფებო!”- წერს კონსტანტინე ზარნაძე ფეისბუქის პროფილზე.