ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრების შესახებ წერს.
“ბავშვობიდან დღემდე ბევრმა ადამიანმა გაიარა ჩემს თვალწინ, ზოგი დარჩა ჩემთან, ზოგი წავიდა, ზოგიც უკვალოდ გაქრა. ბევრი გვიან მიხვდა ჩემს ერთგულებას და ისევ დაბრუნდა, მე ხელგაშლილი შევხვდი და ისევ ჩავიხუტე გულში.
ნუ გაგიკვირდებათ და უცნაური გზით გავხდი წარმატებული, არ ვიცი გამოგადგებათ თუ არა ჩემი მოყოლილი ისტორია, მაგრამ, მე მაინც მოგიყვებით, თუ ვერ გამოგადგებათ გაერთობით მაინც.
როცა დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, დიდხანს ვიყავი წარუმატებელი, არაფერში არ მიმართლებდა. გამახსენდა ბებიაჩემის ნათქვამი, ყველა პროფესორი და არტისტი რომ გახდეს მიწას ვინღა დათოხნის, მოსავალს ვინ მოიყვანსო. მართალია, ყველა პირველი ვერ იქნება.
არ გაგიკვირდეთ, ადვილად დავნებდი ჩემს ბედს და ასეთი რამ მოვიფიქრე: დავიწყე მეგობრების, ახლობლების, ნაცნობების დახმარება, დახმარება მათი მიზნის მიღწევაში. ვეხმარებოდი ყველაფერში, სამსახურში, სახლში, თუ რამე საჭირო იყო ყველაფერს ვაკეთებდი. როგორც ჩემი წარმატებული მეგობრები იტყოდნენ. ასე გავხდი გაჭირვების ტალკვესი.
ბევრი ღამე გამითენებია იმის გამო, რომ მერე სხვისი წარმატება მეზეიმა.
იცით როგორ დავიწყე პირველი სერიოზული სამსახური?
ჩემმა ახლობელმა მითხრა, ძალიან მჭირდები ჩემთან სამსახურში, მოდი იმუშავე, შენზე შრომისმოყვარეს ვის ვიპოვიო.
მეორე სამსახურიც ასე დავიწყე, ძალიან მჭირდები და ვიცი ერთგულად დამიდგები გვერდითო.
ასე გავხდი ადამიანებისთვის საჭირო, აუცილებელი და წარმატებული, ჯერ ვიწრო წრეში.
წრე ნელ-ნელა იზრდებოდა და მივიწევდი წინ. ვზეიმობდი სხვის სიხარულს, წარმატებას და ასე მოვიპოვე ადამიანების ნდობა.
მივხვდი, რომ ყველა ადამიანი მიდრეკილია პირველობისკენ, ამიტომ გადავწყვიტე მე მქონოდა ღირსეული მეორე ადგილი და დავხმარებოდი ადამიანებს პირველობაში. სრულ კომფორტში ვიყავი, ყოველთვის ვიცოდი ჩემი ადგილი. მივხვდი, წარმატებისთვის არ უნდა იბრძოლო, წარმატება თავისით მოდის თუ სწორ სვლას გააკეთებ.
იცით კიდევ როგორი ადამიანები შემხვდნენ ცხოვრების გზაზე? ვისაც ეჭვი უჩნდებოდათ, ნეტა რისთვის მეხმარება, რა უნდაო. ვიღავისთვის სიკეთეც დაუჯერებელია.
არასოდეს ვამბობ ადამიანებზე, რომ ისინი უმადურები არიან, ან, არ ვითხოვ მადლიერებას. არ მინდა მადლობა. ჩემთვის მადლობა ის არის, რომ მიმართლებს.
ლილოს ბაზრობაზე ვიყავი წასული ნაჭრების საყიდლად, ერთ-ერთმა გამყიდველმა მითხრა ყავას ხომ არ მიირთმევთო, კი მეთქი, ჩამოვჯექი დახლებს შორის და ბევრი ვისაუბრეთ, თან რჩევა მივეცი რაღაც საქმეში, თან ყავას მივირთმევდით. ორი წლის შემდეგ ამერიკაში ქალი გავიცანი და ლილოს ამბავი მომიყვა, ჩემი შვილი როგორ გამიხარე, დაარიგე და გამიბედნიერეო.
ბევრი ასეთი ისტორიები მაქვს, მიყვარს ჩემი საქციელით ხალხს რომ ვაბედნიერებ.
ბედნიერებაა მშვიდად რომ მძინავს და არ მეშინია ვინმემ ჩემი ჩადენილი ამბები არ გაიგოს, ფული როგორ ვიშოვე, ან ვისთან ვიყავი ინტიმური ცხოვრებით დაკავებული.
მე არასოდეს არ ვატყუებ ადამიანებს,ისე, რომ გული ვატკინო ან დავაზარალო. მე მხოლოდ ვფანტაზიორობ.
თუ ხარ ჯიუტი და პრინციპული – განწირული ხარ მარცხისთვის
ვინც ჩემი დაიჯერა არ დაიღუპა, გადაჩა.
მე კი არა, ღმერთმა გადაარჩინა”, – წერს ტელეწამყვანი.
ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრების შესახებ წერს.
“ბავშვობიდან დღემდე ბევრმა ადამიანმა გაიარა ჩემს თვალწინ, ზოგი დარჩა ჩემთან, ზოგი წავიდა, ზოგიც უკვალოდ გაქრა. ბევრი გვიან მიხვდა ჩემს ერთგულებას და ისევ დაბრუნდა, მე ხელგაშლილი შევხვდი და ისევ ჩავიხუტე გულში.
ნუ გაგიკვირდებათ და უცნაური გზით გავხდი წარმატებული, არ ვიცი გამოგადგებათ თუ არა ჩემი მოყოლილი ისტორია, მაგრამ, მე მაინც მოგიყვებით, თუ ვერ გამოგადგებათ გაერთობით მაინც