ბასილაშვილის უფლებადამცველი დოროყაშვილს ტყუილში ამხელს

231

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ნიუ-იორკში 2018 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მანჰეტენზე მდებარე სასტუმრო „ჰილტონში“ ყოფილ მეუღლეზე იძალადა.

ამ ბრალდების საპასუხოდ, საქართველოს პირველი ჩოგანის უფლებადამცველმა, სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ფოტო მტკიცებულება, რომელიც 2018 წლის 30 აგვისტოთი თარიღდება.

„ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ 2018 წლის 28 აგვისტოს მიიღო დაზიანებები… ეს ფოტო ატვირთულია დოროყაშვილის „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ გვერდებზე, დააკვირდით თარიღს, – 2018 წლის 30 აგვისტო…. ეს არის “ნაძალადევი” დოროყაშვილი… და ეს არის საჯარო ინფორმაცია “, – ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა.