“ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა” – ინგა გრიგოლია თამარ მაყაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მსახიობ თამარ მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
“ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა! ყველა ადამიანს მოსდის უნებლიე შეცდომა. ხანდახან ისეთი რამ წამომცდენია, მერე წლები მინანია. წარმოუდგენელია, რაც მსახიობ თამარ მაყაშვილს მოუწყვეს!
ადამიანმა რაღაც თქვა (ვერ დავიჯერებ, რომ უამრავ თქვენგანს არ გქონიათ როყიო წამოძახილი. მე მქონია!) მერე ბოდიში მოიხადა და ამის მიუხედავად თეატრიდან გამოუშვეს!
პირადად სულ არ ვიცნობ და პირადი მეგობრობა არ მაწერინებს ამ პოსტს! ამ უსამართლობით და შეურცხყოფებით სავსე ქვეყანაში, კარგმა მსახიობმა რაღაც თქვა, თუნდაც არმოსაწონი და ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო?!
ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი! მძაგს და საშინლად მანერვიულებს ადამიანების კოლექტიური ჩაქოლვა! ჩემი მხარდაჭერა თქვენ, თამარ მაყაშვილი. ესეც გაივლის! სირცხვილი ბათუმის თეატრს!!”, – წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო სპექტაკლიდან მოხსნა.
თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.
საქმე შეეხება მსახიობის მიერ “იმედზე“ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მაყაშვილმა “ხულოელი ბავშვი“ დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.