“ცოცხლად დამარხეს ადამიანი, მართლაც რომ “პროვინციული” გადაწყვეტილებაა!”

251

პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელი მაცაცო თოხაძე მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ თამარ მაყაშვილს, რომელიც დღეს ბათუმის თეატრმა რეპერტუარიდან მოხსნა.

,,ჩემი მხარდაჭერა თამარ მაყაშვილს! ეს რა არაადეკვატურობაა, რა ზიზღის გაღვივებაა, რა მტრობის დათესვაა, გადავირიე… მაგ ლოგიკით, ყველა ქართული იუმორისტული გადაცემა უნდა დახუროთ მაშინ… ოდითგან ასე ხდებოდა, ძალიანაც გვიყვარს ჩვენი საქართველოს ყველა კუთხე, მაგრამ კილოზე და ადათებზე სულ ვხუმრობთ… ის, რომ სოფელში ადამიანებს ისე არ აცვიათ, როგორც ქალაქში, ახალი ამბავია? სოფლის ცხოვრება მოითხოვს ამას!
მე და დათა ჭოპორტში რომ ვართ, ისე გვაცვია, იქაურებსაც გული უსკდებათ…
რა ამბავი ატყდა ამ ერთ უწყინარ ხუმრობაზე, გადავირიე… ცოცხლად დამარხეს ადამიანი… ბათუმის თეატრს სირცხვილი!! მართლაც რომ ,,პროვინციული” (შინაგანი ინტელექტით) გადაწყვეტილებაა!” – დაწერა მაცაცო თოხაძემ.
No description available.