ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, დათა თავაძე სოციალურ ქსელში მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ბათუმის თეატრს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
“მთელი თქვენი რეპერტუარები არმენოფობიული ღადაობებით, რეგიონულ აქცენტებზე ღლიცინით, ქსენოფობიით, კულტურული აპროპრიაციით, მიზოგინიით, ჰომოფობიითა და რასიზმითაა გაძეძგილი. თქვენი “ეროვნული დრამატურგია”, რომელსაც არასოდეს არ გადახედეთ, თავიდან ბოლომდე ემსახურება ყველაზე მავნე ცრურწმენების კულტივაციას ამ საზოგადოებაში (სიუჟეტები არ მომაყოლოთ!). “ხანუმადან” დაწყებული, “დარისპანის გასაჭირით” დამთავრებული, რამეზე თუ გეცინებათ – “ჰა, სალამალექ! რა ამბავია? გულში ხომ პაჟარი არ არი?!“ და “პიჩესკა გეიკეთოს, თუ დეიპწნას” არის – ამაზეა აგებული თქვენი რეპერტუარები 200-მდე სეზონია. რა ჯობია თქვენზე სუსტზე თუ გაიცინებთ, ძლიერებს თქვენ ვერ შეეხებით…
თამარ მაყაშვილმა ბოდიში მოიხადა – თქვენ როდის მოიხდით ბოდიშს?
და კიდევ ერთი შეკითხვა: თამარ მაყაშვილი თუ “მოხსენით” რეპერტუარიდან, თქვენი რეპერტუარის მოხსნას როდის აპირებთ”, – წერს დათა თავაძე.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ გადაცემაში, მსახიობმა თამარ მაყაშვილმა პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.