ნოდარ რუხაძე საპატრიარქოზე: გადასაბუგია ეს „კაგებეშნიკური“ ინსტიტუტი

170

გადასაბუგია ეს „კაგებეშნიკური“ ინსტიტუტი, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი ნოდარ რუხაძე Facebook-ზე წერს.

„გუშინ ცხრამუხას დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონი დააყაჩაღეს, სცემეს და გააუპატიურეს.

ვის ადანაშაულებს საპატრიარქო?

– კრიტიკულ მედიას: მთავარ არხს, ფორმულასა და ტვ პირველს.

5 ივლისის თანაავტორებისგან, პედოფილების მფარველებისგან, ხელისუფლებასთან შეზრდილი კრიმინალური ბანდისგან და კირილეს მეხოტბეებისგან არაფერია გასაკვირი, მაგრამ ეს განცხადება დანაშაულებრივია, რადგან ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ.

გადასაბუგია ეს „კაგებეშნიკური“ ინსტიტუტი“,- წერს რუხაძე.