“მიშას ჩამოსვლა არა, ჩვენი დახვედრა იყო შეცდომა და პარტია იყო კრახი”

196

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო.

ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეცდომა არა სააკაშვილის ჩამოსვლა, არამედ ქართული საზოგადოების დახვედრა იყო:

„მიშას ჩამოსვლა არ იყო შეცდომა. პოლიტიკურად, ადამიანურად, მორალურად ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო.
ეს, ჩვენი დახვედრა იყო შეცდომა და პარტია იყო კრახი.
ასეა ეს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.