“ზუსტად ვიცი კარგი დედამთილი ვიქნები”

399

ფილოლოგი, თამარ ხელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა დედამთილმა ასწავლა, როგორი დედამთილი უნდა იყოს.

“ხშირად მეკითხებიან, როგორი დედამთილი ვიქნები. ზუსტად ვიცი კარგი, რადგან მე პირველი ქორწინებიდან ისეთი დედამთლი მყავდა, არ მაქვს უფლება, სხვანაირი ვიყო. ადამიანი ბედნიერება, კომფორტი, საუკეთესო დაქალი. ყოველთვის ჩემს მხარეს, ყოველთვის ჩემს გვერდით, უხმოდაც ესმოდა ყველაფერი. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ოჯახი მყავს, ჩემი ყოფილი დედამთილი ჩემი საუკეთესო მეგობარია. მის გვერდით ვარ მშვიდად, თავისუფლად, ადამიანურად, ბედნიერად. ჩემი სიხარული მისი სიხარულია, ჩემი ტკივილი მისი. როგორ არ უნდა მიყვარდეს. დიახ, სწორედ ჩემმა დედამთილმა მასწავლა, როგორი დედამთილი უნდა ვიყო. მადლობა სიყვარულისთვის”, – თამარ ხელაძე.