დემნა გვასალია პირად განცხადებას ავრცელებს

229

Balenciaga-ს სკანდალს ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა პირადი განცხადებით გამოეხმაურა. დემნამ Instagram-ის საკუთარ ანაგარიშზე ღია წერილი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ წერილის შინაარსს:

პერსონალური მესიჯი:

მინდა პირადად მოვიხადო ბოდიში საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორი არჩევანის გამო, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ და ამაზე პირადად ვიღებ პასუხისმებლობას. ბავშვების მონაწილეობა იყო შეუფერებელი და ნაჩვენებ ნივთებს არაფერი აკავშირებს მათთან. რამდენადაც არ უნდა მომწონდეს ზოგჯერ პროვოკაციულ ნაბიჯებზე წასვლა, არასდროს მქონია განზრახვა შევხებოდი ისეთ საკითხს, როგორიც არის ბავშვებზე ძალადობა, რომელსაც ვგმობ. და წერტილი.

საჭიროა ამისგან მივიღო გაკვეთილი, მოვუსმინო და ჩავერთო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რათა ვიცოდე, თუ როგორ შევიტანო ჩემი წვლილი და დავეხმარო მათ ამ საშინელი პრობლემის გადაჭრაში.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ამ ფოტოებმა თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა და Balenciaga გარანტიას იძლევა, რომ მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აირიდოს მსგავსი შეცდომები და ბრენდი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები ყველა შესაძლო გზით.

პატივისცემით,

დემნა