ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ურთულესი დღე ჰქონდა, თუმცა ამ ყველაფერს თავი ვარჯიშით დააღწია.
“ურთულესი დღე მქონდა, ჩემთვის ძალიან მძიმე. ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და ვარჯიში დავიწყე. ორი საათი ვივარჯიშე. ყველა ტკივილი ვარჯიშს გავატანე. ისევ სავსე ვარ ენერგიით და არასოდეს დავნებდები. ყველაზე მეტად ხომ გათენების წინ ბნელა. არასოდეს დანებდეთ, გოგოებო. ყველა ზამთარს გაზაფხული მოსდევს“, – წერს ტელეწამყვანი.