“პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა“ – რას ჰყვება მეუღლესა და ოჯახზე მამუკა მდინარაძე?

349

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­ზე”, “ნო­ეს­თან“ სტუმ­რო­ბი­სას ოჯახ­ზე ისა­უბ­რა.

მისი მე­უღ­ლე ნა­თია კუნ­ჭუ­ლი­აა. წყვილს ორი შვი­ლი – გუ­რა­მი და კატო ჰყავს. 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტი რვა წლით უფ­რო­სია მე­უღ­ლე­ზე.

ნა­თია კუნ­ჭუ­ლია სა­ჯა­რო უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. კერ­ძოდ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ა(ა)იპ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში საქ­მის­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია…

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე:

“ნა­თია რომ არ იყოს, მე ალ­ბათ ბევრ რა­მეს ვერ შევ­ძლებ­დი. ბევრ მი­ზანს ვერ მი­ვაღ­წევ­დი. მოთ­მი­ნე­ბით, გვერ­დში დგო­მით, სი­ტყვით, საქ­მით ჩემს გვერ­დით დგას… ზუს­ტად ვიცი, რომ მის გა­რე­შე ბევრ რა­მეს ვერ შევ­ძლებ­დი.

პირ­ვე­ლი შვი­ლი 8 წლის შემ­დეგ გვე­ყო­ლა. ახლა იხ­სე­ნებს ხოლ­მე ხში­რად, არც ერთხელ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მე არა­სო­დეს და­მი­წყია. ამ დროს და­დი­ხარ ექი­მებ­ში, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არა­ფე­რი გვჭირ­და, თუმ­ცა ბავ­შვი არ ჩნდე­ბო­და.
ვე­უბ­ნე­ბო­დი, ნა­თია, რა ვქნათ, ასე­თია ღმერ­თის ნება – მეთ­ქი. ნა­თია სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად და არა კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნით. ში­ნა­გა­ნად შე­იძ­ლე­ბა მა­წუ­ხებ­და ბევ­რი რამე, მათ შო­რის ესეც, მაგ­რამ არ და­ვუშ­ვებ­დი, რომ ამის გამო მე­უღ­ლე და­მე­ძა­ბა… ხან­და­ხან ცოლ-ქმა­რი ამის გამო შორ­დე­ბა. და ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც შვი­ლე­ბი გაჩ­ნდნენ, ახლა მათ­ზე წინ ვე­რა­ფერს ვე­ღარ ვა­ყე­ნებ.

სა­ერ­თოდ, ქორ­წი­ნე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში ალ­ბათ უფრო აღ­ტკი­ნე­ბის მო­მენ­ტია, სი­ახ­ლეა და გული უფრო ჩქა­რა ცემს და დღეს ერ­თმა­ნეთ­თან გვი­ლა­პა­რა­კია, რომ არ გვახ­სოვს ერ­თმა­ნე­თი ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე…”