„ზოგს, ალბათ, როგორ უნდა, ირანისნაირ ქვეყანაში ცხოვრება, ქმრები რომ ურახუნებდნენ და არაფრის საშუალება არ ჰქონდეთ…“

185

სტეფანე მღებრიშვილი კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის მონაწილეობით სპექტაკლიდან ამონარიდის გავრცელებას და გამოხმაურებებს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება და წერს, რომ ზოგიერთს სურს, საქართველო ირანად გადაიქცეს:

“ზოგს, ალბათ, როგორ უნდა ირანისნაირ ქვეყანაში ცხოვრება. ქმრები რომ კარგად ურახუნებდნენ და არაფრის საშუალება არ ჰქონდეთ. მხოლოდ საჭმელს აკეთებდნენ და სახლს ალაგებდნენ. არ უნდათ ამ ადამიანებს მეტი თავისუფლება, რით ვერ შეიგნეთ.
რაც მთავარია, უნდათ სახალხოდ, მოედნებზე ხალხს ლინჩის წესით სჯიდნენ და ქოლავდნენ“.