“ქართველ კაცადაც“ მიმუშავია”

201

მსა­ხი­ო­ბი, გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი, რომელიც სე­რი­ალ­ში “სიყ­ვა­რულს მიღ­მა” კას­პე­რას როლს ას­რუ­ლებს ამბობს, რომ ხალ­ხის­გან ისე­თი ყუ­რა­დღე­ბა და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა არა­სო­დეს უგ­რძნია, რო­გორ­საც ახლა გრძნობს. თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გიგი, „გზა“-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

– როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, მივ­ხვდი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მე­მუ­შა­ვა. მა­ნამ­დეც, პა­ტა­რა ასაკ­ში, ბოთ­ლებს ვა­ბა­რებ­დი, მთე­ლი უბა­ნი ამით ვი­ყა­ვით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ბოთ­ლე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად რომ მივ­დი­ო­დით, ჩვე­ნი და­ნახ­ვი­სას ეცი­ნე­ბო­დათ, ისე­თი პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, – ვინ გა­მო­გა­ტა­ნა­თო? – ჩვე­ნი­აო, – ვპა­სუ­ხობ­დით, მაგ­რამ არ სჯე­რო­დათ (იცი­ნის). აღებული თანხით ტირში ვთა­მა­შობ­დით, ვის­რო­დით. სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბებ­ში, ხა­ჭა­პურ­ში, გა­ზი­ან სას­მელ­ში, ტკბი­ლე­ულ­ში ვხარ­ჯავ­დით…

– სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ზე რას გვე­ტყვით?

– მა­შინ უკვე გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო. ძი­რი­თა­დად, პირ­ვე­ლი-მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტებს დიდ და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო რო­ლებ­ზე არა­ვინ ამ­ტკი­ცებს, მაგ­რამ “მა­სოვ­კებ­ში” ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. რამ­დე­ნი­მე რეკ­ლა­მა­ში მთა­ვა­რი გმი­რის როლ­შიც ვი­ყა­ვი, ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი რეკ­ლა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, რად­გან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბევრ დროს (დი­ლი­დან სა­ღა­მოს 9-10 სა­ა­თამ­დე) ვა­ტა­რებ­დით – სხვა­გან ფი­ზი­კუ­რად ვერ იმუ­შა­ვებ­დი სტუ­დენ­ტი.

– სტი­პენ­დია და შე­მო­სა­ვა­ლი გყოფ­ნი­დათ?

– რა თქმა უნდა, არა. სა­ერ­თოდ, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია გა­მორ­ჩე­უ­ლი ამი­თაა: იქ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, ვის რა აც­ვია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­სო­დე­საა. იყო დღე­ე­ბი, როცა შეს­ვე­ნე­ბა­ზე ყვე­ლა ერ­თად ფულს ვაგ­რო­ვებ­დით და ლო­ბი­ანს, პურს, პაშ­ტეტს და მსგავს საკ­ვებს ვყი­დუ­ლობ­დით. ვინც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს ამ­თავ­რებს, ყვე­ლა თა­ო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ძი­რი­თა­დად – გას­ტრი­ტის (იღი­მის). სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სა­დაც სწავ­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­ჟი­მია, მა­გა­ლი­თად – დი­ლი­დან შუ­ა­დღემ­დე, ალ­ბათ, იქ კვე­ბაც შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია. ჩვენ “ყა­ზარ­მულ­ზე” ვი­ყა­ვით გა­და­სუ­ლი.

– ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი, დიდი ჰო­ნო­რა­რი რის­თვის მი­გი­ღი­ათ?

– კარ­გი ჰო­ნო­რა­რი ძი­რი­თა­დად, რეკ­ლა­მებ­შია, მაგ­რამ კონ­კრე­ტულს ვერ ვიხ­სე­ნებ. ისე, ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­შიც მი­მუ­შა­ვია, ასე­ვე – ქარ­თველ კა­ცა­დაც, რის შე­სა­ხე­ბაც გა­და­ცე­მა­ში – “კა­ცე­ბი” ვყვე­ბო­დი (იცი­ნის).

– “ქარ­თველ კა­ცად” მუ­შა­ო­ბა რას ნიშ­ნავს?

– ჩო­ხებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი ტივ­ზე ვის­ხე­დით და ტუ­რის­ტე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, გვათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ. რო­გორც მსა­ხი­ო­ბე­ბი, ისე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვა­სა­ხი­ე­რებ­დით. პი­რა­დად მე, ქარ­თლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლდით.

– თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბულ­ხართ?

– ამ­ჟა­მად, ნავ­თო­ბის ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ. ყვე­ლას უკ­ვირს და მე­კი­თხე­ბი­ან, – რას აკე­თებ, ჩამ­სხმე­ლი ხარო? რე­მონ­ტე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და ერთ-ერთი ინ­დუსტრი­უ­ლი ბაზა მა­ბა­რია. როცა ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვჩან­ვარ, ძი­რი­თა­დად, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მო­სი მაც­ვია (ჰუდი, 2-ჯი­ბი­ა­ნი შარ­ვა­ლი, ბო­ტა­სე­ბი…), მაგ­რამ შე­მიძ­ლია, საქ­მი­ა­ნად, სო­ლი­დუ­რად ჩაც­მუ­ლიც ვიყო და სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზეც ვი­ლა­პა­რა­კო, თუმ­ცა სა­უბ­რი­სას მა­ინც ეს კი­თხვა უჩ­ნდე­ბათ, სე­რი­ა­ლის – “სიყ­ვა­რულს მიღ­მა” შემ­დეგ ეპი­ზო­დებ­ში რა მოხ­დე­ბაო? არ ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე.

– რო­გორც მსა­ხი­ობს, გიც­ნო­ბენ და ბუ­ნებ­რი­ვია, კას­ტინ­გებ­ზე გიწ­ვე­ვენ, მაგ­რამ სხვა საქ­მე­ე­ბით, სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე რო­გორ კავ­დე­ბით ხოლ­მე?

– მა­გა­ლი­თად, “სივი” გა­მიგ­ზავ­ნია და სამ­სა­ხურ­ში ავუყ­ვა­ნი­ვართ. იყო პე­რი­ო­დი, როცა ვერ ვმუ­შა­ობ­დი. ჩემი მე­გო­ბა­რი ფშავ­ში ექ­სტრე­მა­ლურ პარკს აკე­თებ­და და იქ წა­ვე­დი. თან, მთამ­სვლე­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც მაქვს. მერე ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ სფე­რო­ში ფეხი მო­ვი­კი­დე. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ბო­ლოს მთამ­სვლე­ლიც გავ­ხვდი (იცი­ნის).

– თქვენს მრა­ვალ­ფე­რო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბას და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას ერ­თმა­ნეთს რო­გორ უთავ­სებთ?

– სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გად: უფ­რო­სი 4 წლი­საა, უმ­ცრო­სი – წლი­სა და 4 თვის. ბავ­შვე­ბი დი­ლის 6 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძე­ბენ. სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბამ­დე 3 სა­ა­თი მაქვს. უფ­რო­სი – გო­გო­ნა სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიმ­ყავს. იქ თავს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს, მაგ­რამ ჩემ­თან გან­შო­რე­ბა უჭირს, – რომ მო­მე­ნატ­რე­ბი, რა ვქნაო? ყუ­რა­დღე­ბას სხვა რა­მე­ზე გა­და­ვა­ტა­ნი­ნებ, ბაღ­ში უცებ შე­ვიყ­ვან და მოვ­დი­ვარ ხოლ­მე (იცი­ნის). იცის, რომ სა­ღა­მოს მი­ვა­კი­თხავ… უმ­ცრო­სი სახ­ლში, ძი­ძას­თან რჩე­ბა. მას უამ­რა­ვი “საქ­მე” აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი: ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბი უნდა და­არ­ბი­ოს, ტან­საც­მე­ლი და სა­თა­მა­შო­ე­ბი გად­მო­ყა­როს (იცი­ნის)… ძი­რი­თა­დად, ამით ერ­თო­ბა. ხან ეზო­ში გა­დის. ძიძა ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. დე­და­ჩე­მი და ჩემი სი­დედ­რიც მუ­შა­ო­ბენ, ამი­ტომ ისი­ნი ჩვენს დახ­მა­რე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ (შა­ბათ-კვი­რის გარ­და). ძი­ძა­ში გა­მი­მარ­თლა – ჩათ­ვა­ლეთ, რომ ბავ­შვე­ბის­თვის მე­სა­მე ბე­ბი­აა.

– თქვენი მეუღლეც მსახიობია?

– არა, ეკონომისტია და თავისი კერძო ბიზნესი აქვს.

– გიგი, პერსონაჟის სახელით ხშირად მოგმართავენ?

– სულ! თან, ზოგი მეჩხუბება, ზოგი მეუბნება, – აუ, რა კარგი ტიპი ხარო. ზოგი კი – რა ვერ ისწავლე ჭკუაო?! ძირითადად, ქალები განიცდიან რაღაც-რაღაცებს, სერიალში ჩემი გმირის ამბავი გულთან მიაქვთ. მერე ვუხსნი, რომ ეს სერიალია, სცენარს ვიგონებთ-მეთქი. – ასე ნუ იგონებთ, კარგი რამე მოიგონეთ, რომ კარგად გამოჩნდე, თორემ მოგჩეჩავდი, თმა რომ გქონდესო და მსგავს რაღაცებს მეუბნებიან (იცინის). ასეთი შემთხვევები, მაშინ უფრო ხშირად მქონდა, როცა სერიალი ახალი დაწყებული იყო. საერთოდ, ბევრ სერიალში მითამაშია, ეკრანზე ბევრჯერ გამოვჩენილვარ, მაგრამ მგონი, ხალხისგან ასეთ დამოკიდებულებას, აღტაცებას და გულშემატკივრობას პირველად ვგრძნობ. ბევრი ადამიანი გვიყურებს. კომენტარებიც ძალიან სასაცილოა, როცა პერსონაჟების ბედს სერიოზულად განიცდიან.

წყარო: „გზა“