“12.12.2022 12:00 Nicole” – სწორედ ასეთი წარწერა გაუკეთა ახალ ფოტოებს ბათუმელმა მარიამ შუკაკიძემ, რომელიც მესამე შვილის დედა გახდა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღეს დადო ფოტოები მეუღლესთან – დავით ბოქვაძესთან ერთად ორსულობის მეცხრე თვეში მყოფმა მარიამმა და ორაზროვნად დააწერა მაშინ ფოტოებს: “ბიჭი თუ გოგო?”
თუმცა ამ შეკითხვას ახლაც უსვამენ, რადგან მშობიარობის შემდგომი ფოტოების გამოქვეყნებისას მხოლოდ სახელი დაწერა – ნიკოლი. მესამე გოგონა ეყოლა წყვილს, თუმცა ბევრი დააბნია გაურკვევლობამ და ზოგი ვაჟის დაბადებას ულოცავს, ზოგი – გოგონასი. თავად ამ თემაზე კომენტარებს არ პასუხობენ.
ასევე ბევრი სწერს მარიამს, რომ საოცრად გამოიყურება ახალნამშობიარები და დაუჯერებელია, ასეთ ფორმაში იყოს. მარიამი კი პირველი მაკიაჟის ფოტოსაც აქვეყნებს სამშობიაროდან.