“ნიშნის მოგებით ცხოვრება არასოდეს კარგად არ მთავრდება“

230

ტელეწამყვანი, გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

„ვერავის შეედავები, ვერავის პასუხს ვერ მოთხოვ, მთავარია შენ იყავი ღირსეული.
ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველას თავისი სირცხვილი.
 ნიშნის მოგებით ცხოვრება არასოდეს კარგად არ მთავრდება.
სხვის ჯინაზე, ჯიბრზე ,,ბედნიერად” ცხოვრება ისჯება.
იოლია და ადვილია ყოფა, თუ თავისუფალი და კეთილი ხარ.
როცა ადამიანებს ერჩი, აბულინგებ და განიკითხავ, შენ მათზე უარესი ხარ, ამიტომ, როცა წვიმს გარეთ ნუ გამოხვალ, თუ გამოხვალ ქოლგა დაიხურე.
უმადურებამ ანგელოზი ეშმაკად აქვია.
მადლიერი თუ არ იქნები, მშვიდად მაინც იყავი.
ბედნიერება და უბედურება ჩვენშია, როგორც წარმატება და წარუმატებლობა.
ღირსება ისეთი საოცარი განძია, არასოდეს მოგცემს უფლებას ცუდი გააკეთო“, – წერს ჯაჯანიძე.