“ღმერთის რომ არ გწამთ, ვიცი, მაგრამ კანონზომიერებაზე მაინც არაფერი გსმენიათ?“

336

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერსმ რომ შვილების მეშვეობით მშობლებზე შურისძიება მიუღებელია.

ტვინში ათასი სისულელე, მკრეხელობა, ცოდვა და ბოროტება შეიძლება მოგივიდეს, მაგრამ წამში უნდა უკუაგდო და ეცადო, მსგავსი აღარ იკადრო – ესაა მთავარი, თორემ წმინდანი, ადამიანებს შორის, არავინაა.

ყველაზე მდაბიო, განუვითარებელი ყეყეჩი თუ იკადრებს, თუნდაც, მოსისხლე მტრის არასრულწლოვან შვილზე რამის თქმას. საერთოდ, შვილების მეშვეობით მშობლებზე შურისძიება ხომ უკანასკნელი ადამიანების ხელწერაა.
ღმერთის რომ არ გწამთ, ვიცი, მაგრამ კანონზომიერებაზე მაინც არაფერი გსმენიათ? საკუთარ შვილებს მიხედეთ, სხვებისთვის ნასურვები უბედურება მათ არ მოხვდეთ“, – წერს რუსუდან შარაძე.