ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality ეს კაცი არის ავადმყოფი, ავადმყოფს მკურნალობენ საავადმყოფოში და არა კაბინეტში. უმკურნალეთ ამ კაცს, არ გეცოდებათ? ეს კაცი თქვენც ხომ იცით, რომ გამოკეტილია თავის სახლში, სულ სვამს, სულ არაფხიზელ მდგომარეობაში რომ არის?! მთვრალი დაუჯდება საჭეს, ლეწავს ხალხის ქონებას, ერთს, ორს, სამს, აბრალებს შვებულებაში მყოფ მოადგილეს, ეს ისევ შევარდება თავის ოთახში და აგრძელებს მარტო გრიალს, ტერენტი გრანელის წიგნებთან ერთად და ტერენტის უჭახუნებს სავსე ჭიქებს… ანუ ამით რისი თქმა მინდა, ავადმყოფმა უნდა იმკურნალოს, მკურნალობა არ არის სირცხვილი, სირცხვილია ის რასაც ეს თქვენი მერი აკეთებს…