“მადლობა, რომ დაიბადე ჩემთვის” – ზურა ბაკურაძის მეუღლის ემოციური პოსტი (ვიდეო)

237

“ქართული ხმების” ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის, ზურა ბაკურაძის დაბადების დღეა. გარდაცვლილ მომღერალს მეუღლე, ნათია კობახიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

“მადლობა, რომ ჩემთვის დაიბადე”, – წერს მომღერლის მეუღლე, ნათია კობახიძე სოციალურ ქსელში.

დღეს ზურა ბაკურაძე 44 წლის გახდებოდა. შეგახსენებთ, რომ ანსამბლ “ქართული ხმების” სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად რაჭაში გასული წლის 23 ივნისს დაიღუპა.