სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შობის თარიღთან დაკავშირებით დაწერილ პოსტს ეხმაურება.
„რეზინის ეკლესიის პატრონ გირჩი ჯაფარიძეს ძალიან ადარდებს როდის იქნება შობა, დღეს თუ 7 იანვარს და პატრიარქს წაექილიკა.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ რეზინის ეკლესიის მრევლი კომენტარებში ერთმანეთს შობას ულოცავენ. ღმერთის არ სწამთ და რა მნიშვნელობა აქვს როდის იქნება, ან რას ულოცავენ?!
პასუხი მარტივია: ამათი ამოცანა უბრალოდ ეკლესიის დაზიანებაა“, – წერს სალუქვაძე.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „25 დეკემბერს თუ არაა შობა, 1977-ში ილია II-ს აღსაყდრება რატომ დაამთხვია ამ რიცხვს საბჭოთა სუკმა? თავისით დაემთხვა? თუ ასეა, იქნებ ნიშანია?