მე ვერაფრით ვერ მივიღებ დღევანდელ თქვენს ლექსიკას – თქვენთან თქვენი ამომრჩევლები მოვიდნენ. თქვენ მათ “მოვარდითო”, აკადრეთ.
მე არ ვიცი, გამოიყვანთ თუ არა ციხიდან სააკაშვილს. მე არ ვიცი, გადაგტეხენ თუ არა “ჩვენი დასავლეთელი კეთილისმყოფელები”. მე ვიცი, რომ ასეთ მიმართვას ჩემი ხალხისადმი, მე არ და ვერ მივიღებ!
თქვენს წინ შვილმკვდარი დედები იდგნენ, ირინა ენუქიძის სული იყო და ნორა კვიციანის სული იყო…
ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან მწყინს – მე თქვენზე იმდენად მაღლი აზრის ვიყავი…”