“რას ნიშნავს მომივარდით, ერთი კაციც რომ იდგეს, ის საქართველოს მოქალაქეა და პრეზიდენტი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს”
ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მე მესმის, რომ ყველა მხარეს ის ესმის და ის უხარია რაც აწყობს. მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელი მიმართვა , ჩემთვის, როგორც არცერთი მხარის ამომრჩევლისთვის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, იყო შეურაცყოფა.
რა რუსული სოფელი? ბავშვები მყავდა და უკრაინელებით იყო გაჭედილი! რა ქაჯები, რას ნიშნავს მომივარდით, ერთი კაციც რომ იდგეს, ის საქართველოს მოქალაქეა და პრეზიდენტი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს. ემოციების გარეშე, ეს იყო კრახი.”