“ჩაეხუტა გაყინულ შვილს ემიგრანტი დედა”

323

ემიგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე თელავში ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალ, შოთა ბოჭორიძეზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა.

ჩაეხუტა გაყინულ შვილს ემიგრანტი დედა უკვე… (სტამბულიდან ქეთინო ბოჭორიძე ჩამოვიდა….) ძალიან რთულია სიტყვებით ვერაღგიწერთ როგორი სიმწარე და საშინელებაა ეს…
ამდენი ხალხის ზღვად ქცეული ცრემლი… ემიგრანტებს უკვირს ხო უკვირს ასეთი ძვირფასი როგორ უნდა მიგიღო მიწამ…
ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს მხოლოდ 24 წელი არ იცხოვრა ამქვეყნად….
თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა… ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა…

 თავთან დედა იჯდა მზის ჩაქრობის ამბავი ჯერაც არ ჰქონდა გათვიცნობიერებული..
როგორი ემიგრანტი დედა ყოლია მზეს, “ჩუმი” დარდის “ჩუმად” მატარებელი…
ემიგრანტმა დედამ ცივ პირზე როგორ დაგხედა,
როგორ ჩაგაწვინეს მუხის ფერ სასახლეში,
და გადაგაფარეს ცივი მანტია,
ტუჩებში ფერმკთალად დაგიკარგავს შინდის ფერი, ასე რომ გაგყინა ეს უცოდველი…
თელავში კუბო ცისკენ მიჰქონდა ყვავილების მდინარეს…
ღმერთს ხომ მასთან კარგები უნდა !! შოთი ემიგრანტ დედას სტკივა დაბრუნდი, შენ რომ აღარ ხარ გული ყველას სტკივა დედას ძალიან სტკივა განიცდის .. დედა ლოცულობს ყოველთვის დაგიცდის დედის ტკივილი არავინ არიცის ისევ შავებში და ცრემლებშიი შოთიკო დაბრუნდი!! დაბრუნდი ისევ გააბედნიერე დედა ის დედა რომელიც ეხლა შენს ცხედართან ცრემლიანი თვალებით დგას და მიგტირისს შავებში მოწყობილი დედა … დედა რომელსაც გულის ნაწილი მოსწყვიტეს .. დედა რომელსაც შვილი მოუკვდა შვილი რომელსაც ზრდიდა რომელიც გაზარდა ვაჟკაცად დიდი გეგმებით უხაროდა შენი დაბადება გულში ფიქრობდა მე მას გავზრდი როგორც კაცს …პირველი დანახვისთანავე გულში ჩაგიკრა, მან არცკი იცოდა ასე მალე თუ დატოვებდი შოთი რატოო ? დედაა შენს ცხედართან დგას და ტირისს მას ხომ მხოლოდ ის უნდოდა რომ შენთან ყოფილიყო ყოველ დილით ჩაგხუტებოდა შენი ნახვით შენი ჩახუტებით ეცოცხლა მაგრამ ემიგრანტი დედა იყო….და შენ წახვედი მაღლა ცაში გაფრინდიი თითქოს არაფერიი ამდროს კი ემიგრანტი მონატრებული დედა თმებს იწეწავს და აღარ იცის რაქნას მან ხომ შვილი დაკარგა..შოთიკო ბიჭოო შენი და მარიამი? და შენი საყვარელი ციალა ბებო? შენს გარეშე ეხლა რა ეშველება? რაქენი დატოვე და წახვედიი,..გლოვობენ ტირიან და ჯერ კიდევ აზრზე არ არიან რომ დაგკარგეს მათ არ უნდათ რომ ეს სიმართლე იყოს .. შენი ოჯახი გლოვობს შოთი მხოლოდ ერთი რამე უნდათ რომ დაბრუნდე .. დაბრუნდე და ისევ ჩაეხუტო მათ დაბრუნდე და აღარ წახვიდეე მხოლოდ ეს ! 1 სურვილი მაქვს მხოლოდ ერთი შენ დაბრუნდი დაბრუნდი და შენს დედას სიცოცხლის აზრი დაუბრუნე, დაბრუნდი და მიეცი შანსი შენს ოჯახს რომ გაიღიმონ მიეცი შანსი შენთან უფრო ბევრი დრო გაატარონ შოთიი.. დაბრუნდი ვერ ხედავ დედაშენი შავებში ჩაცმული როგორ გლოვობს შვილის სიკვდილს ვერ ხედავ შოთი როგორ ტირის შენი მეგობრები ვერ ხედავ ყველას როგორ აკლიხარ რატო არ ბრუნდები შოთი?? დაბრუნდი შოთიკოო დაბრუნდი.
ნუთუ მიწას არ შერცხვება შენიი? მენანები მიწისთვის, დაიმკვიდრე მარადიული სასუფეველი.
ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.
არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.
ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს…
მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო…
დაკრძალვა 31 დეკემბერს შაბათს 13:00 საათზე თელავში (მშვიდობის ქუჩა) კურდღელაურის სასაფლაოზე.
(ბევრს აინტერესებს კითხულობენ და გეტყვით ყველას ერთად რომ შოთა ბოჭორიძის დაკრძალვაზე შოთო სიხარულიძე არ იქნება)
პ.ს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს მორალური თანადგომისთვის. გთხოვთ მაპატიოთ თუ სათანადო ყურადღება და მადლიერება ვერ გამოვხატე და სამძიმრის წერილებსა თუ ზარებს ვერ ვუპასუხე .
სიკეთით გადამეხადოს თითოეული თქვენთაგანისთვის.
ეს არის ტრაგედია, რომლის შინაარსი და შედეგი არის უმძიმესი და რთულად მოსანელებელი ჩემთვის…

ემიგრანტებო, მტირალი ვზივარ სახლში… როგორც არასდროს ისე ცუდად ვარ არ ვიცი ასე რატო გავცარიელდი არ ვიცი რატომ მტკივა სული რატომ ღმერთო… მაგრამ მაინც მხოლოდ მაღლა ღმერთმა იცის გული და სული რაფერ მეწვის…
უშენოდ მოსული ახალი წელი ვერასოდეს იქნება ჩემთვის ხალისიანი არ მეხალისება, არც ხასიათი მაქვს!!!! ალბათ ვერც მექნება ვერადროს შენ წამოგყვა ჩემი სიხალისე ალბათ ძალიან წამეჩხუბებოდი ეხლა, რომ ესე არ შეიძლება და მე ასე არ უნდა ვთქვა და ის შეიძლება? უშენოდ ვიყო? საუკეთოსო იყავი!!!! რომელიც გულს ამოიღებდა ყველასთვის მის ირგვლივ შენნაირი ადამიანები არ მეორდებიან!!!! შენი ღიმილი ნამდვილი იყო ნამდვილი”, – წერს შოთო სიხარულიძე.