ახლა მისი ნათესავი მწერს და სქრინსაც ვაქვეყნებ – რას წერს ნინი შერმადინი ლიზა ქისტაურთან დაკავშირებით?!
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური მოკლეს, ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ მისი ოჯახისწევრები და მათ შორის არც დედამისი. მომღერალმა ნინი შერმადინმა კი მის ნათესავთან მიმოწერის სქრინი გაასაჯაროვა, სადაც ის ამბობს, რომ ლიზა ქისტაურის მკვლელობა არ შეეესაბამება სიმართლეს.
“ოჯახის ახლობელი მწერს, დედამისს ვესაუბრე და ცხედრის ამოსაცნობად იყოო, გარდაცვლილია ლიზის დაქალიო, ლიზა იმალება იქამდე სანამ არ დაიჭერენ დამნაშავეს, ცოცხალია და კარგადააო!!!! ტვ პირველი და არა მარტო, ყველა ტელევიზიამ ვინც ეს განცხადება გააკეთა, ძალიან უხერხული ხომ არაა თქვენი მხრიდან, ასე დაუზუსტებლად ადამიანის მკვდრად გამოცხადება?
ლიზა ქისტაური ცოცხალია ხალხნო და იმედია გამოჩნდება მალე.
დაქალის ტრაგედიას კი ნამდვილად ვიზიარებ და ძალიან ვწუხვარ…”