რეალითი შოუს, “პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, კესო ბერუაშვილი ქალებს ურჩევს, რომ რომ დრო ფუჭად არ დაკარგონ ისეთ კაცებზე, რომლებსაც მათგან განსხვავებული შეხედულებები და გეგმები აქვთ.
“ნუ ეკითხებით კაცს, რა არის მისი საყვარელი ფერი, რისი ჭამა უყვარს ყველაზე მეტად, სად იმოგზაურებდა, მისი ზოდიაქოს ნიშანი… ეს რეალურად, მასზე არაფერს გეუბნება.
ჰკითხეთ, რა არის მისთვის ყველაზე ღირებული ურთიერთობაში, იკითხეთ მისი სტანდარტების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა ხანგრძლივობის ურთიერთობას ეძებს… შემდეგ უკვე გეცოდინებათ, აქვს თუ არა მას გეგმები თქვენთან დაკავშირებით. თავს ნუ იტყუებთ, დროს ნუ კარგავთ, დროს გაუფრთხილდით…“, – ამბობს კესო ბერუაშვილი.