“კიდევ ერთი სოფელი იქცა ნასახლარად… დღეს მთაში კაცი დაკრძალეს, კაცი”

955

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია მიხა პაპას გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ ასეთი კაცები იშვიათად იბადებიან.

“დღეს მთაში კაცი დაკრძალეს!
ეს კაცი გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული იყო

ჩემი ქვეყნის მესაზღვრე იყო მიხა
ასეთი კაცები იშვიათად იბადებიან
ხევსური მარტოკაცი, ადრე იმედის გმირებში გადავიღეთ და ორი სიტყვა ძლივს ვათქმევინეთ საკუთარ თავზე
მიხო პაპა ქვეყანაზე წუხდა და ეს სევდა თან წაიღო
მიხას მშობლიურ სოფელ ორბეულთაში (ზეისტეჩო) სურდა დაკრძალვა და როგორც ფოტოებზე ჩანს ეს სურვილი შეუსრულეს
კიდევ ერთი სოფელი იქცა ნასახლარად
დღეს მთაში კაცი დაკრძალეს, კაცი
ფოტოები “მთის ამბები”, – წერს ჟურნალისტი.

მიქაელ არაბული, იგივე მიხა პაპა მძიმე ავადმყოფობის შედეგად 14 იანვარს გარდაიცვალა. მიხა პაპა ზეისტეჩოელი ბოლო ადგილობრივი მცხოვრები იყო.