მსახიობი, ნინო მუმლაძე გადაცემა “სიცრუის დეტექტორის” სტუმარი იყო, სადაც მან მამის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.
“მამაჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო, 34 წლის, უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა და მანქანამ დაარტყა. მანქანის საჭესთან იჯდა 17 წლის ბიჭი, რომელმაც მამის მანქანა მოიპარა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პასუხისგებაში არც მიეცა ეს ბიჭი, მაგრამ ამ ბიჭის ციხეში ჯდომით მამას არავინ გამიცოცხლებდა. 90-იანი წლები იყო, ეს ბიჭი პოლიციელის შვილი აღმოჩნდა…“, – ამბობს მსახიობი.