“ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას რძალი, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში მისი მეუღლის, ცოტნე გამსახურდიას ბიძაშვილების ფოტოს აზიარებს და წერს, რომ სწორედ ამ ადამიანების ოჯახმა შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი.
„სანდრო და გიორგი ჭელიძეები. ცოტნეს ბიძაშვილები (ბებიის – ზინა არჩვაძის მხრიდან). ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, რომელთა ნახვა ცოტნეს განსაკუთრებით უხარია.

ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც კარი გაუღო და საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი და თითქმის ერთი წელი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა მას.

პ.ს. გიორგი ჭელიძეა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ცოტნემ ნათესავთაგან პირველი გამაცნო,“ – წერს ანა ჯაბაური.

 

ასევე იხილეთ