ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის პროფესორ ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეფესთან დაკავშირებული მოსაზრების გამო, არაკაცს უწოდებს.
შეგახსენებთ, ფილოლოგმა და პროფესორმა, “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს, რადგან “რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?“.