“ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილთან მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ლელოს” ერთ-ერთმა ტვინიკოსმა, თავი ქართლის დედა რომ ჰგონია, ანა ნაცვლიშვილმა, დარბაზში წყალი შემასხა მხოლოდ იმიტომ, რომ რეპორტაჟს ვწერდი ჩემი ტელეფონით. მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე. ხომ არ დამირღვევია კანონი?” – წერს ჩიბურდანიძე.
შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი განხილვა 15:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. დაძაბულობაა როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში, სადაც მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც.