“ვიჯექი გულამოვარდნილი და ვფიქრობდი, თუ როგორ დაკარგეს ქართველმა ბიჭებმა ამხანაგი ღამით, მერე კი წავიდნენ და ქეიფი გააგრძელეს”

808

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი გიორგი შაქარაშვილი საქმესთან დაკავშირებით წერს.

“მე კიდევ , თვალებიდან არ ამომდის მანქანებიდან გადმომხტარი გორილები “რკინებით”…. რამდენჯერმე რომ მიუბრუნდნენ გასალახად სუსტებს და წაქცეულებს (?!) რა არ მინახავს ცხოვრებაში, თუ კი ვინმე ჩემი თაობის ლეგენდა იყო და არის , ყველა ჩემი უახლოესია , ისეთებიც , ვისაც უბედური შემთხვევის გამო შემოკვდომიათ , თუ გარკევულ მიზეზთა გამო მოუკლავთ კიდეც და მე არ გამიმტყუნებია ( ეს რომ ჩემი ცოდვაა , ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ხომ არ მოვიტყუები, ყველაფერი ყოფილა არგამტყუნებას და გამართლებას შორის დიდი განსხვავებაა კიდევ, ესეც ცალკე თემაა, მოკლედ , რამდენი ჩხუბი მინახავს და ასეთი უნამუსობა (ჩხუბსაც ვერ ვარქმევ) პირველად ვნახე.. გორილები მოდიოდნენ, გადმოდიოდნენ და უკვე გალახულებს და -გაქცეულ- წაქცეულებს კიდევ ურტყამდნენ?! ეს არაკაცები! დაბალი ღობე ნახეს , მათზე უმცროსი შეშინებული ბიჭები და ყურის აწევას კი არ დასჯერდნენ, ბოდიში კი არ მოახდევინეს… სდიეს და ურტყეს, წავიდნენ, მოვიდნენ ისევ სდიეს და ურტყეს ამ უსინდისო არაკაცებმა! ჰო არაკაცებმა, აბა კაცი სუსტზე მორევით არ უმტკიცებს თავის თავს , არც სხვას “სიძლიერეს”… აი, ვინც მანქანებიდან გადმოდიოდა და მათ შორის გამშველებელი ვერ დავინახე… ამ არაადამიანებიდან რატომ გადააქვს ტელევიზიებს ყურადღება, მითხარით ერთი და ვინც აყოლილები ხართ, არ გრცხვენიათ?!
არაფხიზელი ლაწირაკების ცეკვებია გასარჩევი, თუ ეს ზომბები ვინ იყვნენ, ვისი შვილები არიან, კონკრეტულად ვინ დაურეკათ, სად და როგორ შეიკრიბა ამდენი ნაბიჭვარი ერთად, მათ შორის ერთი ნორმალური რომ არ აღმოჩნდა, გაჩერდით, გეყოფათ, ბავშვები არიან, გაილახნენ და ეყოფათ რომ ეთქვა , ერთი გამშველებელი და გამჩერებელი როგორ არ აღმოჩნდა ამდენ ღორიშვილში?! წიწილებივით სდიეს შეშინებულ ბიჭებს ?!!..
ეს უნდა იყოს საინტერესო, მეორე დღეს სად იყვნენ, ან მესამე დღეს … გვარები დადეთ, ოჯახები გაასაჯაროეთ, ვის რომელი მუხლი აქვს მიყენებული, რამდენად სამართლიანად, ეს ვთქვათ!!! და მერე გამოჩნდება თუ ვინმე კიდევ დასამატებელია.. რა დროს ანა და ფოტოგრაფია, ან არაფხიზელი უპასუხისმგებლო ლაწირაკების ცეკვებიაა???
ვინ ცხოველები დასდევდნენ ამ ბავშვებს , ამათზე რატომ არ ლაპარაკობთ, ??? ან ამდენი როგორ ურტყეს , ფაქტია, ხელს არ უბრუნებდა, ამ არაკაცებმა!!!! გვარები დადეთ , ვინ შეყვა სიბნელეში , სიკვდილამდე რომ მიიყვანეს ეს ანგელოზივით ბიჭი ?!!! რა სისულელეებზე გადაგაქვთ ხალხის ყურადღება !!!!

მანანა კუბლაშვილი- Manana Kublashvili

150 კმ.გასავლელი და ოთხნი ავტობუსში, სამი კაცი და მე.
– რა კარგი მეგობრები გყავთ, სიყვარულით გაცილებდნენ,- დაიწყო მძღოლმა, ალბათ თქვენც კარგი ხართ, ჩვენს თაობას ბევრი კარგი ახსოვს, მაგრამ ესპანელებისგან გამიკვირდა,ქართულ დამშვიდობებას გავდა!!!
მე—თქვენ საიდან იცით საქართველო,ქართველი ვარ!

ის ორი კაციც გამოცოცხლდა, ტაში შემოსცხეს!
-თბილისი? ტიფლისი? უხარიათ!

–რუსი ვარ, გააგრძელა მეორემ, თავი დავაღწიე მოსკოვს, შვილები მყავს,სწავლობენ, კანონი გვიცავს, თავისუფლები და ბედნიერები ვართ, იქ აღარ დავბრუნდებით.
#შენგაჩერდი! .მე, ვითომ ხუმრობით და ის ხვდება…

—მძღოლები ვართ ამ ავტობუსის,ვცვლით ერთმანეთს,რუმინელი ვარ!

—ესტონელი ვარ, საჭესთან მყოფმა, 78-ში ჯარში ვმსახურობდი, თბილისი შემხვდა, სამოთხესავით 2 წელი, აუცილებლად წავალ ცოლთან ერთად, სანახავია!
კვირა დღეს გვქონდა ხოლმე ქალაქში გასვლის უფლება, ჩვენ კი ვცუღლუტობდით,სხვა დღეებშიც გადავიცმევდით და სახინკლეში მივდიოდით, მაგრამ მილიციას რა გამოეპარებოდა,გამოგვეკიდებოდნენ ხოლმე და”პლეხანოვით” გავრბოდით, ერთხელაც ვერ ჩაგვიგდეს ხელში, მძიმე სასჯელი კი გველოდებოდა.
პლეხანოვზე ხომ მუდამ ბირჟა იყო, ბიჭები ჩაჰკიდებდნენ ერთმანეთს ხელს, ჯერ ჩვენ გაგვატარებდნენ, მერე კი ჯაჭვს გაუკეთებდნენ მილიციელებს,დროს გვაძლევდნენ გასაქცევად, მათი წყალობით ერთხელაც არ ჩავვარდნილვარ, –ქართველს რად უნდა მინიშნება, კილომეტრიდან გრძნობს რა უნდა გააკეთოს, ბევრი მასწავლა თბილისმა!

რუსიც აყვა, ძირითადად ეთანხმებოდა და აქებდა ქობულეთელ დიასახლისს, სადაც ზაფხულობით ჩადიოდა გულით ავადმყოფ ბებიასთან ერთად

წავიდა მოგონებები, ისეთი ექსკურსიები ახსოვდა რუსს მგონი შემრცხვა…
რუმინელი მისტიროდა ძველ დროს, ესტონელს ესტონური ყველი ენატრებოდა(ახალი რეგულაციებით, პოლონეთიდან იმპორტირებული უნდა ვიყიდოთ, ჩვენ წარმოება აგვიკრძალესო)

გოგოები?
მივმართე ესტონელს, გოგოების საქმე როგორ იყო ჯარში? (ვიცინით)
გაიოცა ესტონელმა, მგონი იწყინა…
–ქართველ გოგოებზე თუ მეკითხებით, ვითომ არ იცით რომ ქართველი გოგო ქართველი ბიჭისაა!

ვიჯექი გულამოვარდნილი და ვფიქრობდი თუ როგორ დაკარგეს ქართველმა ბიჭებმა ამხანაგი ღამით, მერე კი წავიდნენ და ქეიფი გააგრძელეს….როგორ დავემალო ფიქრს, არ ვიცი….”-წერს მანჩო გიორგობიანი.