“გალიაში მშიერ ვეფხვებთან ჯერ უნდა შეაგდონ თქვენი მშობლები და მერე თქვენ რიგრიგობით”

21,970

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე პოსტს ავრცელებს.

“ჯერ ერთი სიტყვაც არ დამიწერია ამ თემაზე, მაგრამ ახლა….
თქვე სამხეცო გიორგი შაქარაშვილის მკვლელებო. პირველად გალიაში მშიერ ვეფხვებთან ჯერ უნდა შეაგდონ თქვენი მშობლები და მერე თქვენ რიგრიგობით.
რატომ? იმიტომ რომ ასეთ ყურადღებას გაქცევენ მკვლელებს!-ქირაობენ ძვირადღირებულ ადვოკატებს და მერე ისინი ყველაფერს კადრულობენ-საკადრებელსაც და უკადრებელსაც!
ბავშვობაში მეზობლის ბალი მოვიპარე და ახლაც მახსოვს ის საშინელი ტკივილი, რომელიც მამაჩემმა გაანათლოს მისი სული უფალმა იმ საღამოს რომ მომაყენა, ჯერ სულიერი შემდეგ კი ფიზიკური!
არ გავკარებულვარ მას შემდეგ ბალს კი არა შორიახლოს იმ ღობესაც რომელზედაც ხილის მოსაპოვებელ-მოსაპარად გადავძვერი!
თქვენ კი რა ამბავში ხართ?! თქვენ რომ ნორმალური აღმზრდელები ყოფილიყავით ის ცხონებული დღეს ცოცხალი იქნებოდა!
როგორ უნდა იაროთ დედამიწაზე მკვლელების აღმზრდელებმა?!
ნუთუ მისი უმანკო სული მოგასვენებთ ოდესმე?
ნუთუ ღამე როგორ ისვენებთ, როდესაც აცნობიერებთ თუ როგორ წამებით ამოხადეს სული თქვენმა მკვლელებად აღზრდილმა ნაშიერებმა ბავშვს!
არცერთი თქვენთაგანი დედიან-მამიან -შვილიანად არ უნდა დაგინდოთ არავინ?
ფურთხის და ზიზღის ღირსი ხართ თითოეული თქვენთაგანი. თქვე ადაამიანის ჯიშისაგან განდგომილებო!”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.