გავზარდოთ შვილები ადამიანებად, თორემ ეს საშინელება არ დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს.
“არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვესაუბროთ ჩვენს შვილებს, ავუხსნათ რომ ძალადობა არის ყველაზე სუსტი, ყველაზე სულმდაბალი არსების თვისება. გავზარდოთ შვილები ადამიანებად, თორემ ეს საშინელება არ დასრულდება, ისევ დავკარგავთ ჩვენს ულამაზეს, გამორჩეულ ახალგაზრდებს.
ღმერთო, როგორი ნათელი ბიჭი დავკარგეთ – სიკეთის, ნიჭიერების, სიყვარულის განსახიერება…
ვერაფერზე ვფიქრობ ეს დღეები, ვერც ემოციას გამოვხატავ. მეც ჩემი წილი ბოდიში მაქვს მოსახდელი ამ ბიჭთან…”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.