მომღერალ დათო კენჭიაშვილის დედა გარდაიცვალა

1,705

მომღერალ დათო კენჭიაშვილის დედა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.

გარდაიცვალა დათო კენჭიაშვილის დედა.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დათო და თათია კენჭიაშვილებს დედის ლალი ასათიანის გარდაცვალების გამო.
ეს იყო დიდბუნებოვანი ქალბატონი, უღალატო მეგობარი, ჭეშმარიტი, მორწმუნე, მოყვასი, ბუნებით ერთგული, გონიერი და უაღრესად კეთილშობილი. ის მხოლოდ იბრძოდა და უანგაროდ, უხმაუროდ ემსახურებოდა თავის საყვარელ ოჯახს… მისი ნათელი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი, დროს ეჯიბრებოდა, ჩქარობდა, უნდოდა, სიცოცხლეში ბევრი რამ მოესწრო…
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები”