„კირა ქუთაისშია, მე კი – თბილისში… ყოველ პარასკევს ქუთაისში გავრბივარ…“

219

გიორგი გაბუნია ახლახან მამა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც კირა დაარქვა.

გოგონა ამჟამად დედასთან ერთად ქუთაისშია, გიორგი კი – თბილისში.

როგორც „ღამის შოუს“ წამყვანი ამბობს, ძალიან უჭირს შვილის გარეშე ყოფნა, ამიტომ ყოველ პარასკევს ქუთაისში გარბის:

„სამშობიაროდან ბავშვთან ურთიერთობით ცოტა შეშინებული და აღელვებული ვიყავი. როცა გამოვიყვანეთ და ღამით მისი ტირილი გავიგონე, ეს იყო მომენტი, როდესაც ვიგრძენი მამობრივი ინსტინქტი. მისი ტირილის გაგონებისას შიშმა და ფორიაქმა შემიპყრო – ბავშვს რა სჭირს, რატომ ტირის, რით დავეხმარო? მაქვს სურვილი, სულ ჩემთან იყოს და სულ ვიზრუნო მასზე…

კირა ქუთაისშია, მე კი – თბილისში. ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ძალიან მიჭირს ოჯახის გარეშე ყოფნა და ამიტომ ყოველ პარასკევს გავრბივარ ქუთაისში…

უეჭველი ფეთიანი მამა ვიქნები. ვფიქრობ, როგორ უნდა მოვერიო ამას, რადგან წინ ბევრი რამ მელოდება – სკოლა, უნივერსიტეტი, კირას პირველი შეყვარებული… ყველაფერზე თუ გავგიჟდი და ვინერვიულე, არ შეიძლება. ამ მხრივ სამუშაო მაქვს ჩემს თავზე…“