კრემლის პროპაგანდისტი მედიამენეჯერი მარგარიტა სიმონიანი ბავშვთა განვითარების დასავლურ მოდელს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გადაჭარბებული ზრუნვა ბავშვთა უფლებებზე ყველაზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ ჟურნალისტმა საკუთარი მეუღლის „ტელეგრამ“ არხზე ისაუბრა:
„გავიზარდე სახლში, სადაც ვირთხები დარბოდნენ, ახლაც ასეთი თვისება მაქვს, როცა ვწვები დასაძინებლად, საბანს თავზე ვიხურავ, რომ ვირთხები არ დამესიონ. ნარკომანებით სავსე ეზო და სომხური გეტო, ეს ის ადგილია, სადაც გავიზარდე. სწორედ ამან მაქცია კარგ ადამიანად და ნურავინ ნუ იტყვის, რომ ასე არ არის. ბევრს რომ ყვირიან, ბავშვთა უფლებებიო, ვირთხებით სავსე სახლში გავიზარდე, ვისზე ნაკლები ვარ?” – ამბობს სიმონიანი.