მსახიობ ეკა ანდრიკოშვილს დიდი მეგობრობა აკავშირებდა პოეტთან და მსახიობთან, ნიკო გომელაურთან. ისინი სკოლის ასაკიდან იცნობდნენ ერთმანეთს.
–მე-8 კლასში ნიკო გომელაურმა სიყვარული ამიხსნა, მეც ვუთხარი: ,,კი” და 1-2 თვე ზოოპარკში ვიარეთ. განვიხილავდით სხვადასხვა მოვლენებს. ნიკო ძალიან ინტელიგენტური იყო, რაც მე მომწონდა. სიმპათიურიც იყო და ჩემზე უფროსიც.
შემდეგ ინსტიტუტში შევხვდით ერთმანეთს. მე დავიწყე გიორგი ნაკაშიძესთან ერთად სიარული, ხოლო ეკა ნიჟარაძემ – ნიკო გომელაურთან. ყველანი ვმეგობრობდით. გიორგიმ ყველაფერი იცოდა. მე და ნიკოს შორის კოცნაც არ ყოფილა.